вторник, 11 июля 2017 г.

     ტრენინგის მეცხრე დღე--გავიმეორეთ წინა დღის სატრენინგო მასალა,გადავხედეთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს,გავიმეორეთ, როგორ უნდა შევიტანოთ ცვლილებები საქაღალდეში,რომ ბლოგიდან ვერ გავაკეთებთ ამას და აუცილებლად დრაივიდან უნდა ჩამოვტვირთოთ ,შევასწოროთ და ხელახლა ავტვირთოთ.
   ამ ტრენინგმა ძალიან ბევრი მომცა და დადებითად ვაფასებ. აქამდე დაბალ დონეზე ვფლობდი საინფორმაციო ტექნოლოგიებს,მაგრამ,რაც შეეხება პროექტებს და ,ზოგადად,პროექტებით სწავლებას,ამაზე წარმოდგენა არ მქონდა.ვისწავლე საკმარისად,რომ შევცვალო ჩემი მუშაობა და უფრო მრავალფეროვანი გავხადო იგი.ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენერით,რომელთანაც ვმუშაობ  უკვე მეორედ.ტრენერი ამომწურავად გვიხსნიდა ყველაფერს,იყო ყურადღებიანი,არ გამორჩებოდა პატარა ნიუანსებიც კი,გვეხმარებოდა მაქსიმალურად.სახალისო იყო მასთან და სხვა მონაწილეებთან მუშაობა.

суббота, 8 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ მეშვიდე დღის მასალა და ვიმუშავეთ საკითხზე,თუ როგორ ხდება მუშაობა სპეც -საჭიროების და სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეებთან.ამ ტრენინგზე შევქმენით პაუერ პოინტში ფასილიტაციის ნიმუში.მოვაწესრიგეთ საქღალდე.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

           
გავიმეორეთ მეექვსე დღის სატრენინგო მასალა,როგორ იქმნება მოსწავლის ბლოგი,დამატებით ახალი გაჯეტები.ამის შემდეგ ვიმუშავეთ საკითხზე,როგორ უნდა ვიმუშავოთ სპეცსაჭიროების,თუ ასეთები არიან,მოსწავლეებთან, ასევე სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვებთან.დავამთავრეთ თითქმის პროექტის გეგმა.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე-გავიმეორეთ მეხუთე დღის მასალა,რომელიც ეხებოდა საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,მოსწავლის ბლოგი შევქმენით,დავამატეთ გ ა ჯ ე ტ ე ბ ი.ყველაფერი იყო ამომწურავად ახსნილი და გასაგები ჩემთვის.ამ დღეს მოვახდინეთ მოსწავლის ბლოგის პრეზენტაცია,გავიხსენეთ შეფასების რუბრიკები.

суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

 ტრენინგის მეხუთე დღე-გავეცანით საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვლის შექმნას,ამათ შაბლონებს.ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დეტალებს,მასალების კანონიერად გამოყენებას.